03:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 14:32:57, 817 ნახვა

მსოფლიო
ჯენ ფსაკი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ „ხელშეკრულებებს“ არ ვცნობთ

აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ „ხელშეკრულებებს“ არ აღიარებს.

ამის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ფსაკის განცხადებით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

 „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში აშშ–ს პოზიცია უცვლელია. ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არ ვცნობთ არც წინა და ამჟამინდელ არალეგიტიმურ ხელშეკრულებებს, რომელიც  რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმდა“, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

ცნობისთვის,  რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულებას  მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ. ამის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელს რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ.  შეგახსენებთ,   ე.წ.  ხელშეკრულების გაფორმება 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. აღნიშნულ ფაქტს რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს, რადგან პუტინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადობის წინაშე არ გამოჩენილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics