16:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 12:13:58, 2214 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი: მოსკოვისა და დამასკოს ქმედებები სირიაში შესაძლოა, სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს

მოსკოვისა და დამასკოს ქმედებები სირიაში შესაძლოა, სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შედეგად მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროკავშირი გმობს ალეპოზე რუსეთის ავიადარტყმებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და სირიის რეჟიმის თავდასხმების გამო ქალაქის ათასობით მცხოვრები იტანჯება.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი და სირიის მთავრობა კასეტური ბომბებისა და ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი და დამასკო განზრახ ბომბავენ ალეპოში საავადმყოფოებს, სამედიცინო პერსონალს, სკოლებს და სამოქალაქ ინფრასტრუქტურას.

ევროკავშირი რუსეთისა და სირიის ხელისუფლებებს ალეპოში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამას გარდა, მინისტრებმა სირიაში ჰუმანიტარულ კონვოიზე განხორციელებული ავიადარტყმა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვავად შეაფასეს და მომხდარის გამოძიება მოითხოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics