12:49 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 10:46:55, 669 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ CityPass სამგზავრო ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს

„ლიბერთი ბანკი“ ბათუმში CityPass  ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს.

მხოლოდ 16 მარტიდან  - 30 აპრილის ჩათვლით, CityPass ბარათით ავტობუსის მგზავრობის ღირებულების გადახდა მომხმარებლისთვის 30 თეთრის ნაცვლად 25 თეთრს შეადგენს!

წამახალისებელი აქცია ვრცელდება როგორც არსებულ, ასევე იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც ამ პერიოდში აიღებენ CityPass ბარათს. ბარათის აღება შესაძლებელია ბათუმში არსებულ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. ბარათი გაიცემა უფასოდ. აქცია ვრცელდება მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ბარათებზე.

CityPass ბარათი არის „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებული PAY სისტემის საბანკო ბარათი, რომლის გამოყენებაც  შესაძლებელია ბათუმის, რუსთავის და დუშეთის სატრანსპორტო საშუალებებში. 2015 წლის მარტის მდგომარეობით, მოცემულ ადგილებში გაცემულია სულ 50,000-ზე მეტი ბარათი.

გარდა ავტობუსის მგზავრობის საფასურის გადახდისა, მომხმარებელს CityPass ბარათით გადახდა შეუძლია ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სადაც განთავსებულია „ლიბერთი ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ POS ტერმინალები. ყოველი გადახდის დროს, მომხმარებელი აგროვებს ქულებს „ლიბერთი კლუბში“. დაგროვილი ქულების გადაცვლა მომხმარებელს შეუძლია ნაღდ ფულზე, შეუძლია შეავსოს მობილურის სასაუბრო დრო ან გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. დამატებით, CityPass ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება Cheap.ge პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, თუ გადახდა განხორციელდება „ლიბერთი ბანკის“ POS ტერმინალზე.

„ლიბერთი ბანკი“ მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა სახის წამახალისებელ აქციებს CityPass ბარათის მფლობელებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics