02:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:29:32, 2349 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდში შეიარაღებულ თავდასხმას 3 პოლიციელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

ტაილანდის სამხრეთ პროვინცია იალაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და 2 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცველებზე ავრცელებს. 

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, ჩამნანა ბჰუტპაკდის განცხადებით, თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობის მახლობლად, გზაზე აფეთქდა. ინციდენტის შედეგად პოლიციის 3 თანამშრომელი ადგილზევე დაიღუპა.

მედია საშუალების ინფორმაციით, მეორე თავდასხმა ავტომობილიდან მოხდა, როდესაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 2 სხვა ოფიცერი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, ტაილანდის სამხრეთ პროვინცია იალა ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული, რომლებიც ექსტრემისტული და სეპარატისტული დაჯგუფებების აქტიური მხარდამჭერები არიან. აღნიშნული დაჯგუფებები თავდასხმებს რეგულარულად ახორციელებენ. მონიტორინგის ჯგუფის Deep South Watch-ის ცნობით, 2004 წლიდან მათ თავდასხმებს 6500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics