02:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 11:31:27, 2374 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე გარდაიცვალა

მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე გარდაიცვალა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ხანძარი წუხელ მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩნდა.

როგორც "რია-ნოვოსტი" წერს, ხანძრის ლოკალიზებაში 160 მეხანძრე მონაწილეობდა, აქედან 8 მეხანძრე შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეხანძრეები პირველები მივიდნენ საწყობის ტერიტორიაზე, გადაარჩინეს 100-მდე თანამშრომელი.

მედიის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. 

ამ ეტაპისთვის გამოძიება ხანძრის წარმოქმნის ორ ვერსიას განიხილავს, ცეცხლთან უყურადღებო მოპყრობა და მოკლე ჩართვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics