22:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:32:53, 2122 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში პოლიციამ 5 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

პოლიციამ ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში, სადგურის მახლობლად ზურგჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც 5 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელყოფის მცდელობის დროს ამოქმედდა. გამნაღმველები დისტანციურად მართვადი რობოტის საშუალებით მუშაობდნენ, ამიტომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 

ქალაქის მერის ქრისტიან ბოლუეიჯის თქმით, საეჭვო ჩანთა სადგურსა და ბარს შორის მდებარე ურნასთან იდო. მერი არ გამორიცხავს, რომ ზურგჩანთის მეპატრონეს ბომბები სხვა ადგილას მიჰქონდა, თუმცა პოლიციის დანახვისას გადაწყვიტა, ჩანთა დაეტოვებინა.

ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები მანჰეტენზე ამოქმედებული ბომბის იდენტური იყო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics