02:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 11:04:07, 1800 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირები, ამ წუთებში G20-ის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრა ჩინეთში, ხანჩჟოუს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობს. 

ხელისჩამორთმევის და პროტოკოლური ფოტოების გადაღების შემდეგ, პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დაიწყო. 

პრეზიდენტების შეხვედრას რუსული მხარიდან ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი, პრეს-ატაშე დიმიტრი პესკოვი  და საგარეო უწყების პირველი პირი, სერგეი ლავროვი ესწრებიან. ამერიკული მხარიდან კი, შეხვედრას მხოლოდ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესწრება. 

როგორც დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, პუტინი-ობამა გუშინაც შეხვდნენ ეთმანეთს, მხოლოდ არაფორმალურად და ფეხზე მდგომები, რამდენჯერმე გამოელაპარაკნენ კიდეც ერთმანეთს. მისივე თქმით, ტეტ-ა-ტეტ შეხვედრის მთავარი თემა, სირიის კრიზისი იქნება. 

რუსული საინფორმაციო სააგენტოები, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრის ინიციატორი, ბარაკ ობამა იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics