02:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 11:40:37, 1639 ნახვა

მსოფლიო
მერკელი ევროკავშირის წევრებს უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ქვეყნებს საერთო უსაფრთხოების გაძლიერებაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ანგელა მერკელმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. 

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ისლამისტური ტერორის ფონზე, ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. 

"სირიაში სამოქალაქო ომის ფონზე, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენს შიდა და საგარეო უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა მერკელმა.

უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯებს შორის ანგელა მერკელმა სპეცსამსახურებს შორის მონაცემთა ინტენსიური გაცვლა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება დაასახელა. გერმანიის ლიდერის აზრით, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმის განვითარების მიმართულებით და შექმნა სრულიად ახალი სასაზღვრო სამსახური Frontex.

კანცლერის თქმით, საზღვრების დაცვა “ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომლის მიზანია ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილების შენარჩუნებაა”.

სამმხრივ შეხვედრაზე განხილვის კიდევ ერთი საკითხი ევროკავშირის ეკონომიკის განვითარების ზომები იყო. მერკელის თქმით, ევროკავშირი ყველა სფეროში კონკურენტუნარიანი არ არის. მან ევროკავშირის წევრებს ეკონომიკის იმ დარგების განვითარებისკენ მოუწოდა, რომლებშიც პირველობას არაევროპული ქვეყნები ინარჩუნებენ. ამ მხრივ, იტალიის პრემიერმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირის დასასრულს არ ნიშნავს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერების შეხვედრა იტალიის კუნძულ ვენტოტენესთან, ავიამზიდ “ჯუზეპე გარიბალდის” ბორტზე გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics