02:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 11:57:17, 1735 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ელჩი: თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლისთვის სურს

თურქეთს ევროკავშირში შესვლა 2023 წლისთვის სურს, - ამის შესახებ ევროკავშირში თურქეთის ელჩმა სელიმ ენელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩმა განაცხადა, თურქეთის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ევროკავშირისგან 2016 წელს ელის, "2017 წელი მიუღებელი ვადა იქნებოდა".

ენელმას თქმით, ანკარასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, სწორი გზით ვითარდება.

ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ "თუ თურქეთი უვიზო რეჟიმს არ მიიღებს, ჩვენ არ გავგზავნით მილიონობით ლტოლვილს ევროპაში ავტობუსებით, როგორც ეს ზოგს წარმოუდგენია. თუმცა სირიიდან ლტოლვილებს აღარ მივიღებთ".

სელიმ ენელის თქმით, 2023 წელს თურქეთის რესპუბლიკა დაარსებიდან მეასე წლისთავს აღნიშნავს.

“ამ ვადისთვის ევროკავშირში შესვლა გახდებოდა ქვეყნის უმაღლესი მიღწევა. ამჟამად გაწევრიანების პირობები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, თუმცა ეს შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს”, - განაცხადა თურქეთის წარმომადგენელმა ბრიუსელში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics