10:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 19:33:42, 2011 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ, შესაძლოა, სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს

უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდება, თუ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება გამწვავდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლვოვის ოლქში ვიზიტისას განაცხადა.

“ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით სამხედრო მდგომარეობა დავაწესოთ და მობილიზაცია გამოვაცხადოთ”, - განაცხადა პოროშენკომ ქალაქ ბროდიში დონბასში გარდაცვლილი მფრინავების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის პოზიცია და ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომელშიც მან ნორმანდიულ ფორმატში მოლაპარაკებებს “უაზრო” უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics