2016-07-27 19:20:20, 1873 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მიგრაციის ოფისთან აფეთქება მოხდა
გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ცირნდორფში, დევნილთა მიმღები ცენტრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, აფეთქება აღნიშნული ცენტრიდან 200 მეტრში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ჩანთა, რომელშიც ბალონი იყო მოთავსებული.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები რამდენიმე არაბული გარეგნობის პირის შესახებ საუბრობენ, რომლებიც იმ მხრიდან გარბოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა.
აფეთქების შემდეგ პოლიციამ ცირნდორფში სპეცოპერაცია დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან