2016-07-27 12:57:02, 1775 ნახვა
მსოფლიო
ერევანში შეიარაღებულმა პირებმა ექიმები მძევლად აიყვანეს
ერევანში შეიარაღებულმა პირებმა ექიმები მძევლებად აიყვანეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ერევნის პოლიციაზე დაყრდნობით ТАСС ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ სამართალდამცავები ახლა ზომებს იღებენ ექიმების გასათავისუფლებად, თუმცა, რა ზომებზეა საუბარი, "ტას"-ი არ აკონკრეტებს.
РИА «Новости» წერს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში. ისინი ადასტურებენ ექიმების ტყვეებად აყვანის ფაქტს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის დატყვევებულია 4 ექიმი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან