2016-07-26 17:08:53, 1785 ნახვა
მსოფლიო
ბერლინის კლინიკაში მომხდარი სროლა ტერორიზმს არ უკავშირდება
ბერლნის კლინიკაში მომხდარი სროლა ტერორიზმს არ უკავშირდება, - ამის შესახებ BILD გერმანიის სამართალდამცველებმა დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, პაციენტმა კლინიკის ექიმს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მედიკოსის მდგომარეობა მძიმეა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ცნობისთვის აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ინციდენტი ბერლინის შტეგლიტცის რაიონში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის კლინიკაში მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან