|
2016-07-23 13:02:35, 1545 ნახვა
მსოფლიო
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციის შენობაში კიდევ 2 მძევალია დარჩენილი, კერძოდ კი, სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი. მედიის ცნობით, შეიარაღებული ჯგუფი მზად არის, აღნიშნული პირებიც გაათავისუფლოს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება. მოლაპარაკებებს თავდამსხმელებთან მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ვიტალი ბალასანიანი აწარმოებს. ბალასანიანის თქმით, 2 მძევალი დღეს ყველანაირი პირობის გარეშე გაათავისუფლეს. „დღეს ორი პოლიციელი ყველანაირი პირობის გარეშე გაათავისუფლეს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელსაც პოლიცია და ეროვნული უშიშროების სამსახური დაიცავს, 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება. ამის შემდეგ ისინი გაათავისუფლებენ გენერალსა და პოლკოვნიკს. ეს არ არის გაცვლა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთობლივად, ჩემი შუამავლობით გადავდგით“, - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებმა ერევანში, ერეუბნის რაიონში მდებარე პოლიციის შენობა რამდენიმე დღის წინ შტურმით აიღეს და იმ მყოფები მძევლად აიყვანეს. თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. სამარტალდამცველებმა დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)