12:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 19:03:52, 1518 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის მერი ამბოხის მონაწილეების დასაკრძალად ცალკე ადგილს გამოყოფს

სტამბოლის მერის ქადირ თოფბაშის განცხადებით, ქალაქში ამბოხის მონაწილეების დასაკრძალად ცალკე ადგილს გამოყოფს, - ამის შესახებ Hurriyet-ი იუწყება.

მერის თქმით, შესაბამისი განკარგულება მან უკვე გასცა. 

“მე გავეცი განკარგულება, გამოიყოს ტერიტორია, რომელსაც “მოღალატეთა სასაფლაოს” ვუწოდებთ. ყველა გამვლელი დაწყველის მათ, ვისაც ამ ადგილზე დავკრძალავთ”, - განაცხადა თოფბაშმა.

სტამბოლის მერის თქმით,  შავი ზღვის პირას მდებარე ორდუს პროვინციის ხელისუფლებამ ამბოხის გარდაცვლილი მონაწილეების დასაკრძალად ადგილის გამოყოფაზე უარი განაცხადა, რის გამოც მსხვერპლთა ოჯახებმა ისინი საკუთარი სახლების ეზოებში დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივლისს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა. თურქეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამბოხის მონაწილეებს მკაცრად დასჯის. მთავრობა სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics