14:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:22:09, 1494 ნახვა

მსოფლიო
ერევანში არეულობის დროს პოლიციელებმა 136 ადამიანი დააკავეს

ერევანში არეულობის დროს სამართალდამცველებმა 136 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ BBC სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება გვიან ღამით ერებუნის რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც შეიარაღებულ პირებს რამდენიმე ადამიანი მძევლათ ჰყავთ აყვანილი.

დაპირისპირების დროს 45 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 სამაღთალდამცველი და რამდენიმე ჟურნალისტი.

საპროტესტო აქციაში თავდამსხმელების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დაიკავა. მათ ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. გარდაცვლილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანია. მათ ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანისა და სხვა პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ისინი ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics