03:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 13:15:57, 1466 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეიმ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი დაიკავებს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფილიპ ჰამონდი მეის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი იქნება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი საგარეო ვაჭრობის მინისტრი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მოლაპარაკება მოუწევს ლონდონსა და ბრიუსელს, საგარეო ვაჭრობის მინისტრის პოსტი მთავრობაში წამყვანი იქნება.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, რომელიც მეის გაპრემიერების შემდეგ ვაკანტური გახდა, ენერგეტიკის მინისტრი ემბერ რადი დაინიშნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics