23:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:49:34, 1158 ნახვა

მსოფლიო
ათათურქის აეროპორტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა, - ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV იუწყება.

მედია საშუალების იფნორმაციით, დაკავებულთა შორის 3 უცხოელია. სპეცოპერაცია ერთდოულად სტამბოლში 16 მისამართზე ჩატარდა.

გარდა ამისა, თურქეთის სამართალდამცველებმა იზმირში რეიდების დროს "ისლამურ სახელმწიფოსთან"  სავარაუდო კავშირში მყოფი 9 ადამიანი დააკავა.

დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებასა და ლოჯისტიკურ მხარადჭერაში, ასევე ახალი წევრების აყვანაში.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics