|
2016-06-29 16:49:12, 1315 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში ვიზიტზე არსებული შეზღუდვების გაუქმება პუტინისა და მისი თურქი კოლეგის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა იყო. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენადაა საჭირო, ამასთან, რუსეთის მთავრობა შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. Reuters-ის ინფორმაციით, პუტინსა და ერდორანს შორის შეხვედრა "დიდი ოცეულის" სამიტამდე შედგება . შეგახსენებთ, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, როდესაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. როგორც ოფიციალური ანკარა ამტკიცებდა, თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა. ცნობისთვის, დღეს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)