23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:19:31, 1226 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დატოვების საკითხზე, შესაძლოა რეფერენდუმი ჩრდილოეთ ირლანდიაშიც ჩატარდეს

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალმა ჩრდილოეთ ირლანდიამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველი პარტიის „შინ ფეინის“ თავმჯდომარემ დეკლან კირნიმ განაცხადა.

„რეფერენდუმის შედეგები ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკურ ლანდშაპტს მთლიანად ცვლის და ჩვენ დავიწყებთ რეფერენდუმისთვის მზადებას, რომლითაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გავალთ და ირლანდიას შევუერთდებით“, - განაცხადა კირნიმ.

მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგები ბრიტანეთის მთავრობას უფლებას ართმევს, გაატაროს ჩრდილოეთ ირლანდიის ინტერესები იმ პირობებში, როდესაც მის მოსახლეობას ევროკავშირში დარჩენა სურდა. პოლიტიკოსის ინფრომაციით, ევროკავშირში დარჩენას ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56% უჭერდა მხარს.

თავის მხრივ, შოტლანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექს სალმონდმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობა შოტლანდიამაც უნდა დატოვოს, რადგან შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე ევროკავშირში დარჩენა სურს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა და მაშინ უმრავლესობას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics