23:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 14:41:04, 1367 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა 5-7 წელიწადს გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა 5-7 წელიწადს გაგრძელდება.

BBC-ს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს ბევრი სამართლებრივი აქტის და ტექნიკური სტანდარტის შეცვლა მოუწევს.

„გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურად უფრო სუსტი გახდება და მისი ეკონომიკა ტრანსფრმაციულ შოკს განიცდის, რადგან ბევრ ისეთ ბარიერს გადააწყდება, რომელიც მანამდე არ იყო.

სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენიმე პროცენტით შემცირდება. პრობლემები შეეხება სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, თუმცა არა საქონელსა და მომსახურებას.

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაზე „ბრექსითი“ არანაირად არ აისახება, თუმცა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ურითერთობა, რა თქმა უნდა ნეგატიურ ტენდენციას განიცდის. მიუხედავად „ბრექსითისა“ ევროკავშირის და ბრიტანეთის ურთიერთობა მაინც ღრმა და ყოველისმომცველი დარჩება“, - წერს BBC.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics