16:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 16:45:28, 933 ნახვა

სხვადასხვა
ბრიტანელმა ბებიამ Google და სოციალური ქსელების მომხმარებლები გაახალისა

საძიებო სისტემა Google-მა ასაკოვანი ქალბატონის ზრდილობიან შეკითხვას უპასუხა, რომელმაც სისტემას "გთხოვთ" და "მადლობა" სიტყვებით მიმართა.

ქალის შვილიშვილმა ბენ ჯონმა ბებიის მიერ დასმული ეს ზრდილობიანი შეკითხვა "დაასქრინშოთა" და ინტერნეტში განათავსა. ზრდილობიანმა ბებიამ ინტერნეტ-მომხმარებლების ხალისი და სიყვარული დაიმსახურა.

ქალბატონის კითხვა კი ასე ჟღერდა: "თუ შეიძლება, გადამითარგმნეთ ეს რომაული რიცხვები MCMXCVIII. მადლობა,“ - შვილიშვილის ამ "სქრინშოთს" სოციალურ ქსელ Twitter-ში უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა.

"ზრდილობიანი ბებიის" შეკითხვას Google-მაც უპასუხა:

„ბენის ძვირფასო ბებია, იმედი გვაქვს, კარგად ხართ. მილიარდობით საძიებო მოთხოვნის ნაკადში მხოლოდ თქვენ შეძელით ჩვენი გაღიმება. ეს რიცხვი არის 1998. მადლობა, თქვენ,“ - წერს Google-ი.

საძიებო სისტემის პასუხამდე, ინტერნეტის მომხმარებლები წერდნენ, რომ ბებია იმსახურებდა პასუხს, რადგან ის არის "ინგლისური ზრდილობიანი ქალბატონის მაგალითი". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics