2016-06-12 11:54:13, 1312 ნახვა
მსოფლიო
აშშ ბელარუსს სანქციებს უხანგრძლივებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელორუსისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ბელორუსის ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მოქმედება და პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას მზარდ საფრთხეს უქმნის“,-ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აშშ-მა ბელორუსს სანქციები 2006 წლის 16 ივნისს დაუწესა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან