12:41 - 12 Apr, 2026
|
2016-06-08 15:09:42, 1202 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთში მორიგი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 სამართალდამცველი, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქ მარდინში, პოლიციის შენობასთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაჭრილებისა და დაზარალებულების შესახებ, ჯერ-ჯერობით თურქული მედია, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ერთ-ერთი ვერსიით 30 ადამიანია დაჭრილი. შეგახსენებთ, რომ აფეთქება თურქეთში გუშინაც მოხდა. სტამბოლში მომხდარ ინციდენტს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, შვიდი პოლიციელია. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე პოლიციელების ავტომანქანა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)