|
2016-05-29 18:09:31, 1234 ნახვა
მსოფლიო
თურქეთს ახალი პრემიერი ჰყავს
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გახდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა 315 ხმით, 138-ის წინააღმდეგ გამოუცხადა. შეგახსენებთ, დავუთოღლუს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის საათ-ნახევრიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინ უძღვოდა რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობები. Reuters-ის ინფორმაციით, აჰმეთ დავუთოღლუ მხარს არ უჭერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების შემცირებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)