02:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 11:28:03, 1048 ნახვა

მსოფლიო
ბანგლადეშში ქვეყნის უმსხვილესი ისლამისტური პარტიის ლიდერი სიკვდილით დასაჯეს

ბანგლადეშში სამხედრო დანაშაულებისთვის ქვეყნის უმსხვილესი ისლამისტური პოლიტიკური პარტიის "ჯამაატ-ი-ისლამის" ლიდერი მოტიურა რაჰმან ნიზამი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუყება.

როგორც მედია საშუალება წერს, პოლიტიკოსი დაკას ცენტრალურ ციხეში ჩამოახვრჩეს. ნიზამის მომხრეების საპროტესტო გამოსვლების აღსაკვეთად ბანგლადეშის უმსხვილეს ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

შეგახსენებთ, რომ 73 წლის ნიზამის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გასულ წელს გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს 1971 წლის პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის ბანგლადეშის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის. ნიზამის გენოციდში, მკვლელობებში, წამებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. ბრალდების მხარის ვერსიით, ის ომის დროს პაკისტანს ბანგლადეშელი აქტივისტების სახელებს აწვდიდა.

ცნობისთვის, ნიზამიმ განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა, თუმცა მისი აპელაციები არ დააკმაყოფილეს. მაისის დასაწყისში განაჩენი ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, მსჯავრდებულმა უარი თქვა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics