00:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:08:44, 1082 ნახვა

მსოფლიო
ბრიდლავი: აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა შეიარაღებული ძალები განავითარა

ევროპაში ნატო-ს ძალების მთავარსარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა შეიარაღებული ძალები განავითარა, - ამის შესახებ ბრიდლავმა The Wall Street Journal-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარება განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის დროს გამოჩნდა.

“რუსეთმა დაამტკიცა, რომ განვითარებადი და ადაპტირებადი შეიარაღებული ძალები ჰყავს. მათ საქართველოში საკუთარი თავი საკმაოდ ცუდად წარმოაჩინეს. პატარა ქვეყანამ ისინი საკმაოდ რთულ დღეში ჩააგდო, როდესაც საქართველოში შეიჭრნენ. ვფიქრობ, ყირიმში მათი შესვლისას ჩვენ დავინახეთ, რომ მათ საქართველოში აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამოსწორების გრძელი გზა განვლეს.

ვფიქრობ, რომ “სიურპრიზი” გადაჭარბებული ნათქვამი იქნება, თუმცა აშკარა იყო, რომ საქართველოდან ყირიმამდე რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები რადიკალურად გააუმჯობესა, მათ ისწავლეს და ადაპტირება გაიარეს და კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ, როდესაც დონბასში შევიდნენ”, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics