2016-04-20 15:52:39, 1014 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა
ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მთავრობამ რეფორმების გატარების კუთხით წარმატებას მიაღწია.
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბიომეტრული პასპორტის მქონე უკრაინის მოქალაქეები, შენგენის ზონის ქვეყნებში 90-დღიანი ვადით ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან