08:30 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 13:55:35, 1474 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000-1000-ზე გაცვლის მესამე ეტაპი შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000 1000-ზე გაცვლის ფორმატის მესამე ეტაპი შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ტყვეობიდან კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა.

„უკრაინასა და რუსეთს შორის 1000 1000-ზე ფორმატით ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი გაიმართა, რაზეც მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ტყვეების გაცვლის საბოლოო ეტაპი იყო და შედეგად, სახლში 1 000 უკრაინელი დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი პარასკევს შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი. გაცვლის მეორე ეტაპი კი გუშინ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ ტყვეობიდან 307 ადამიანი დააბრუნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics