00:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 12:10:16, 1016 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა "ზამანის" ოფისი შტურმით აიღო

თურქმა სამართალდამცველებმა ოპოზიციური გამოცემა "ზამანის" ოფისი შტურმით აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ს ცნობით,  პოლიციელებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტებს ტრანსპარანტები ეკავათ, წარწერით "ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფალი პრესისთვის".

ამასთან, როგორც BBC "ზამანის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ე.წ. გარე მმართველები გამოცემის ქონების კონფისკაციით იმუქრებოდნენ.

საპროტესტო აქცია "ზამანის" ოფისთან მას შემდეგ გაიმართა, რაც სტამბოლის სასამართლომ გაზეთისთვის ე.წ. გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს.

ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს.

"თურქეთის ხელისუფლება ვალდებულია, სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოს", - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

"ზამანი", რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა. ვარაუდობენ, რომ გაზეთს აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგესთან, ფეთჰულა გიულენთან აქვს კავშირები.

ცნობისთვის, ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ცნობით, მედიის თავისუფლების რეიტინგში თურქეთი 180-დან 149-ე ადგილზეა. ქვეყანაში 30 ჟურნალისტია დაკავებული, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 გაზეთი და 2 ტელევიზია დაიხურა, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, რომ მედია თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics