02:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 11:48:24, 959 ნახვა

მსოფლიო
სირიაში თავდასხმის შედეგად 4 ჟურნალისტი დაშავდა

სირიაში თავდასხმის შედეგად 4 ჟურნალისტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა ლათაკიას პროვინციაში მიმდინარე პრეს-ტურის დროს განხორციელდა. დაშავებულთა შორის ბულგარეთის, კანადის და ჩინეთის ჟურნალისტი არიან.

როგორც ლავროვის უწყება აცხადებს, პრეს-ტური იმ ქალაქებში ტარდებოდა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაშია შესული.

მათივე ცნობით, ჟურნალისტებს 8 ჭურვი ესროლეს. უწყების თქმით, იერიში თურქეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics