2024-08-09 15:23:15, 550 ნახვა
სპორტი
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა მერვედფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოტსიანივსკი 11-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მეოთხედფინალში კი, პეტრიაშვილმა პოლონელი რობერტ ბარანი 9-2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მომდევნო შეხვედრაში პეტრიაშვილს მეტოქეობას აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი გაუწევს.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:15 საათიდან დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,