02:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 12:36:55, 401 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება

"ოცნების ქალაქში” მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დრომდე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 108 ოჯახზე გადანაწილდა.

"საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. ოჯახებს ბინების მიღება მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიულოცა. 

ბინების განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. 

ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics