10:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 12:28:29, 377 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერის ინიციატივით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სელიმ ხიმშიაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მერმა, ადგილობრივებთან ერთად, განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია. 

"შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას, შუახევის მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics