10:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 12:10:40, 767 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერია - შშმ პირთა დღის ცენტრში სენსორული ოთახი მოეწყო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში, ასოციაცია „იმედი ჰანდიკაპის“ ფინანსური მხარდაჭერით, სენსორული ოთახი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ოთახი სენსორული ინვენტარით აღიჭურვა, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სტრესისა და დაძაბულობის შემსუბუქებას, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირების დონის გაზრდას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ასევე აამაღლებს, შშმ პირთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს.

„შუახევის მერი ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან ერთად, დღის ცენტრს ეწვია, ახლად მოწყობილი სენსორული ოთახი დაათვალიერა და დასაქმებულებს გაესაუბრა.

დღის ცენტრის ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, ფსიქოლოგის, მასაჟისტის, ლოგოპედის, სპეც მასწავლებლისა და ოკუპაციური თერაპევტის. კვება და  ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. ასევე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics