22:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 12:50:12, 1020 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის DMO-სა და „ინნ ჰოსფითალითს შორის საწევრო ხელშეკრულება გაფორმდა

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ და „ინნ ჰოსფითალითმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს.

„ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციის პირველი წევრი გახდა. ხელმოწერის ღონისძიება სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში გაიმართა. მემორანდუმზე ხელი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ და „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა ხოტივრიშვილმა მოაწერეს.

რეგიონის ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია და  „ინნ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“  უკვე წარმატებულად  თანამშრომლობენ, რამაც ახლა ოფიციალური სახე მიიღო. მემორანდუმის ფარგლებში „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ორი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი: „ახალციხე ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“. „ინნ ჰოსფითალითი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც DMO-სთან ამ ფორმატით თანამშრომლობა დაიწყო.

მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროების ქსელი საქართველოში ოთხ სასტუმროს მოიცავს: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“.

სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის.

ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო-საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics