12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 10:13:38, 1100 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა ეროვნული დღე აღინიშნა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და ქედის რესურსცენტრის უფროს დურმიშხან შავიშვილთან ერთად, პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიება ქედის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

"ღონისძიებაში კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე, საქართველოს მთვრობის ინიციატივით, 27 ოქტომბერს დაწესდა და წელს პირველად აღინიშნა. მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება. გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ბევრი წარმატებული, ღირსეული და განათლებული თაობები აღგეზარდოთ!"- ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics