12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 21:59:26, 1055 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრებელი კიდევ 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა.

"მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საცხოვრისი თანადაფინანსებით 70 ოჯახმა შეიძინა. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. მომდევნო წლიდან იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის ზრდა 35%-ით და 5 მილიონ ლარზე მეტი გახდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.

პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს მოქალაქე თავად იძიებს, წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, გაივლის ექსპერტიზას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას. სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700 საცხოვრებელი ფართი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics