12:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 16:01:50, 1050 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - ყაზბეგის ქუჩაზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია

კასპში ყაზბეგის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, პროექტის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ. უკვე დასრულდა შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაც.

ხელოვნურ საფარიანი მოედნის სამუშაოებს შპს „ევრო ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 78 791 ლარია.

ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საჭიროა მეტი სპორტული სივრცე და ხელშეწყობა, რასაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია მიზნობრივად ახორციელებს“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics