2023-07-31 13:49:41, 2136 ნახვა
სპეციალური ანონსი
„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ - ამ სლოგანით დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები "ჯიუტი" და "ტალღა" არიან.
"დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად.
ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს.
სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად",- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,