16:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 12:27:23, 1159 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 42% -ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები

აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საერთაშირისო ვიზიტებისა და ფრენების გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და ივნისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო ფრენები დააანონსა.

რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ  ფაზაშია - თითქმის  გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები (+93%), ასევე 20% ით გაზრდილია შიდა ვიზიტებიც. 

მისივე თქმით, პირველი კვარტლის მონაცემებით გაორმაგებულია ქვეყანაში ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები +102 % -ით.

"ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან დადებითი მაჩვენებლები. გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა და შეადგენს 93%-ს, ასევე,  გაზრდილია შიდა ვიზიტების რაოდენობა. შემოსავლებიც შესაბამისად გაზრდილია 102%-ით პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით.

მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შემდეგ კვირაში განახლდება და შესრულდება 4-ჯერ რეისი დუბაის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული ნაკადების და ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა გაზრდილია 42%-ით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. 25 ივნისიდან ბათუმში ფრენებს განაახლებს Fly Dubai კვირაში 4 სიხშირით. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით.

გრძელდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას სამიზნე ბაზრებზე, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საიმიჯო კამპანიები Euronews, BBC, Deutsche welle - მილიონობით მაყურებლისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics