02:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 15:10:35, 1629 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინელების მიერ დატყვევებულ ნოდარ ბახტურიძეს საქართველოში დაბრუნება სურს

ეთნიკური ქართველი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და უკრაინაში ტყვედ ჩავარდა, ამბობს, რომ მას სურს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოს ან „ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანას“ სთხოვოს.

უკრაინული ტელეარხი FREEDOM ნოდარ ბახტურიძეს ესაუბრა. ვიდეოში გამოსახული მამაკაცი ამბობს, რომ საუბარზე ნებაყოფლობით თანხმობას იძლევა. თუმცა, არ ვიცით, რა ვითარებაში ჩაიწერა ინტერვიუ.

ბახტურიძე აცხადებს, რომ რუსეთის კოლონიაში არალეგალურად მსახურობდა. მამაკაცმა გააფორმა კონტრაქტი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და კერძო სამხედრო კომპანია "ვეტერანებში" მოხვდა. ამბობს, რომ უკრაინის ტყვეობას საბრძოლო ზონაში მისვლიდან მეორე დღეს ჩაბარდა.

„თავდაპირველად ასეთი იდეა მქონდა: დავნებდე და თავშესაფარი მეთხოვა სამშობლოდან, საქართველოდან“, - განაცხადა ბახტურიძემ.

მამაკაცი ამბობს, რომ დიდი ხანია ადევნებს თვალს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგანაც მისი სამშობლო - „საქართველოც იგივე უბედურებაშია“. პარალელურად იგი 30 წელი ცხოვრობდა რუსეთში.

მანამდე ნოდარ ბახტურიძის შესახებ „ექო კავკასიის“ უკვე წერდა. დაჭერიდან მალევე გადაღებულ ვიდეოში მამაკაცმა თქვა, რომ ის იყო ამურის რეგიონის ქალაქ ტინდადან.

არაერთი ბლოგერი წერს, რომ ბახტურიძე ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილეობდა. დაიბადა და გაიზარდა კახეთში. მან საშუალო სკოლა სოფელ ნუკრიანში დაამთავრა და სიღნაღში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ბახტურიძეს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics