22:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 13:45:51, 1141 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მიწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული გზით, რომლის სიგრძეც 290 გრძივი მეტრია, 80-მდე ოჯახი სარგებლობს. გზა, ასევე, სოფლის სასაფლაომდე მისასვლელიცაა. ხოლო პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება, რომელსაც ი/მ დავით სუხაშვილი ახორციელებს.

„დამრეცი გზა მოსახლეობასა და ტრანსპორტს საშიშროებას უქმნიდა, განსაკუთრებით კი ნალექიან ამინდში. გამართული ინფრასტრუქტურა კი უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics