02:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 17:23:34, 887 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე პროექტის - „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფოტოგამოფენას და უფასო სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური პროექტის - „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფოტოგამოფენას და უფასო სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

"მოსახლეობის სკრინინგი თბილისიდან და ბათუმიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. ასევე, გასინჯვებში მონაწილეობა მიიღეს თსა-ს და ბათუმის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა. 3 ივნისს კი, მოსახლეობის სკრინინგი ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
საქართველოში ,,ევრომელანომის“ კამპანია 2012 წლიდან აღინიშნება და  წარმოადგენს კანის კიბოსა და მელანომის პრევენციის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას მსოფლიოში.  კამპანიის მიზანია ფართო მასების ინფორმირება კანის კიბოს განვითარების რისკების, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.

წლევანდელი საინფორმაციო კამპანიის სლოგანია „იცავ თავს ულტრაიისფერი სხივებისგან? იცოდე, რომ არსებობს მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის იოლი გზებიც!“ ხოლო, კამპანიის მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრები არიან.

სკრინინგის პარალელურად გაიმართა ფოტოგამოფენა - „სოფლის ექიმის ექვსი დღე“.  თსა-ს სტუდენტებმა სხალთის, ღორჯომის და დაბა ხულოს სოფლის ექიმების ყოველდღიურობა და სამუშაო პროცესი ფოტოკამერით აღბეჭდეს. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა მედიცინის სტუდენტების პერსპექტივიდან დანახული ექიმის პროფესიას",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics