23:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 16:57:33, 758 ნახვა

რეგიონი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მერიის ცნობით, ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვზე იყო გათვლილი.

„ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული  ანიმატორის და ჯამბაზის მიერ მოწყობილ გასართობ თამაშები. 

განსაკუთრებული ოვაცია და ემოცია გამოიწვია მათთვის საყვარელი მულტფილმის გმირებთან ჟოზესთან, სონეკთან და ლოლისთან შეხვედრამ.

პარკში რამოდენიმე ლოკაციაზე განთავსებულ სპეციალურ სტენდებთან მოეწყო ფოტოსესია.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან  არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლის "აბადელიას" კონცერტი გაიმართა.

 ღონისძიების დასასრულს ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ  ნაყინი.

 ბავშვთა დაცვის საერთშორისო  დღე  ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics