04:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 14:16:56, 1196 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - დიდება გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ბათუმის მერთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიაგო.

მთავრობის წევრებმა ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

„მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ გამარჯვებაში დიდია საქართველოს და ქართველების წვლილი. დიდება გმირებს, მათ სახელებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.

ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics