03:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 20:01:50, 1769 ნახვა

სამხედრო
გადავწყვიტეთ, რესურსები შიდა სწავლებებზე მივმართოთ - აშშ-ის საელჩო წვრთნებზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართულ მხარესთან ერთად გადაწყდა, რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ. ასე ეხმაურება საელჩო ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში საქართველოს არმონაწილეობას.

"შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და ღირსეული პარტნიორი და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველო წელს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობას არ მიიღებს. 

Defender 23 შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, კერძოდ, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული წვრთნებია, რომელიც 2021 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გრძელდება. პენტაგონის ინფორმაციით, სწავლებაში 9000 ამერიკელი და 17 000 საერთაშორისო სამხედრო მიიღებს მონაწილეობას 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. სწავლებების ნაწილი 10 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics