01:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 16:53:15, 1352 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქედაში, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა: რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურით, გაბიონის და ბეტონის საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, ლითონის ხიდი და  ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დამცავი ზღუდარებით.

კეთილმოწყობილი 1080 მეტრიანი საავტომობილო გზით სამი სოფელის  200-მდე ოჯახი ისარგებლებს. დღემდე  სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა, ხოლო რაც შეეხება აქუცის მოსახლეობას წლების განმავლობაში არ ქონიათ საავტომობილო გზა.

 სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ბონდი 2009" აწარმოებს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 341 333 ლარია“,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics