08:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 16:53:05, 1284 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რეზი ვარშანიძესთან ერთად  სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე ,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა" -ის პროგრამის ფარგლებში ოთხი საცხოვრისის მშენებლობა მიმდინარეობს.

“სოფელ ზედა ბზუბზუში, გარდამავალი პროექტის ფარგლებში  სახლი აშენებულია, მიმდინარეობს სახურავის მოწყობის სამუშაოები და დასრულებისთანავე დაიწყება შიდა კოსმეტიკური რემონტი. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2016"  ახორციელებს.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელი ორცვის, ზუნდაგის და ტიბეთის სოციალური სახლის მშენებლობა. სამუშაოებს შპს ,,ვარმშენი" ახორციელებს.

მიმდინარე წელს სოციალური სახლების მშენებლობისათვის  200 000 ლარია გამოყოფილი.

ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლის პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით 13  სახლი აშენდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics