11:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 17:23:54, 1315 ნახვა

რეგიონი
დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში ტრენინგი გაიმართა

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების, უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

დღეს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა ტრენინგი თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება", რომელიც დაუნის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების მსხვრევას ითვალისწინებდა.

ასევე, ღონისძიების მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს უთვალავი ჭრელი წინდების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფერადი წინდებით ფოტოსესია. 

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრიბი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics